სომხეთში შირაკის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი, მიქაელ აჯაპაჰიანი დააკავეს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობებით, მთავარეპისკოპოსი ორი თვით არის დაკავებული. ადვოკატების განცხადებით, მთავარეპისკოპოსი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს.
ცნობისთვის, აჯაპაჰიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ხელისუფლების ხელში ჩაგდების, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, სუვერენიტეტზე უარის თქმის ან კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობის საჯარო მოწოდებების ბრალდებით აღიძრა.