სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს

18:15, 25.08.2026

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი და მისი ვაჟი დააკავეს. აღნიშნული ანტიკორუფციული კომიტეტის მიერ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მოხდა. მათი ოჯახების კუთვნილ რამდენიმე ათეულ მისამართზე ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. ამ ეტაპზე სომხეთის ანტიკორუფციულ კომიტეტს ბრალდებების შესახებ დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.

ცოტა ხნის წინ კი სომხურმა მედიამ დაწერა, რომ ქოჩარიანი ცუდად გახდა და ის სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა. ანტიკორუფციული კომიტეტის ცნობით, ის თავს ცუდად გრძნობდა, რადგან მაღალი არტერიული წნევა დაუფიქსირდა და კვლევებზე იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში.

მსგავსი