სოფელ მირზაანში მერის წარმომადგენლის შვილი დაჭრეს

სანადირო თოფიდან ერთი გასროლით სოფელ მირზაანში მერის წარმომადგენლის შვილი დაჭრეს. კობა თარაშვილს ჭრილობა მხარში აქვს მიყენებული და ღუდუშაურის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა გუშინ სოფელ ქვემო ბოდბეში მოხდა და წინასწარი ვერსიით, მას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. შს სამინისტრომ დამნაშავე ცხელ კვალზე შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავა.

დაკავებულის ძმა და ადგილობრივები ამბობენ, რომ კობა თარაშვილი წისქვილში მივიდა და მეპატრონისგან  რამდენიმე ტომარა ხორბლის წაღებას ფულის გადახდის გარეშე აპირებდა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს დაჭრილის მამა.

გამოძიებამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერები გუშინვე ამოიღო, რომელზეც მომხდარის დეტალებია ასახული. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.