სოფელ დუისში მცხოვრებ ოთარ ხანგოშვილს ოჯახის წევრები უშედეგოდ ეძებენ
პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრებ ოთარ ხანგოშვილს ოჯახის წევრები ხუთი დღეა, უშედეგოდ ეძებენ. 54 წლის მამაკაცი, ლარსის სასაზღვრო პუნქტით, საქართველოში ჩეჩნეთიდან ბრუნდებოდა. ოჯახმა ოთარ ხანგოშვილის დაკარგვის შესახებ, განცხადებით დუისის პოლიციას უკვე მიმართა.
დაკარგულის მეუღლის განცხადებით, სავიზო რეჟიმის ერთდღიანი გადაცდომის გამო, რუსეთის საბაჟომ ხანგოშვილი უკან გააბრუნა და ვლადიკავკაზში ჯარიმის გადახდის შემდეგ, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა ფიქსირდება.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.