სნოუბორდ კროსი გუდაურში

 მსოფლიო თასის ეტაპი სნოუბორდ კროსის დისციპლინაში – გუდაური მორიგი საერთაშორისო სპორტული ღონისძიების მასპინძელია. საქართველოს ზამთრის კურორტს მსოფლიოს 21 ქვეყნის 88 სპორტსმენი სტუმრობს. 2024-2025 წლის ზამთრის სეზონზე ჩვენი ქვეყანა უკვე მესამე მსოფლიო თასის მასპინძელია. გუდაურმა და ბაკურიანმა ჯამში 300-მდე სპორტსმენი მიიღო. ღონისძიება „მთის ტრასების სააგენტოსა“ და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.

შალვა სუმბაძე იმყოფება გუდაურში და პირდაპირ ეთერში საუბარს განაგრძობს.