სლოვაკეთის პრემიერის განცხადება
„უკრაინის პრეზიდენტთან საუბრისას მკაფიო შთაბეჭდილება დამრჩა, რომ უკრაინულ მხარეს უკრაინის ტერიტორიაზე ნავთობის ტრანზიტის განახლების ინტერესი არ აქვს,“ – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. რობერტ ფიცოს თქმით, ნავთობსადენის მდგომარეობასთან დაკავშირებით უკრაინისგან განსხვავებული მოსაზრებები აქვს, რადგან, სლოვაკეთის დაზვერვის მონაცემებით, ნავთობსადენი დაზიანებული არ არის, მაშინ, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ მის აღდგენას დიდი დრო სჭირდება. ამასთან, ფიცომ ზელენსკის განუცხადა, რომ ევროკომისიის ექსპერტების მონაწილეობით ინსპექტირების ჯგუფის შექმნა სურს, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს ნავთობსადენის დაზიანების სიმძიმეს.