„მინერალებთან დაკავშირებული შეთანხმება უკრაინასთან ამჟამად განხილვას არ ექვემდებარება, – აცხადებს აშშ-ის სახაზინო მდივანი, სკოტ ბესენტი. მისივე თქმით, შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდათ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან, ასევე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან. ბესენტის განცხადებით, ზელენსკის მხოლოდ ის უნდა გაეკეთებინა, რომ მისულიყო და ხელი მოეწერა შეთანხმებისთვის, თუმცა, მან ამის „გაფუჭება“ აირჩია. „ვფიქრობ, უნდა ვნახოთ, სურს თუ არა პრეზიდენტ ზელენსკის გაგრძელება – რა აზრი აქვს ეკონომიკურ შეთანხმებას, რომელიც გაუქმდება, თუ მას ბრძოლის გაგრძელება სურს? პრეზიდენტ ტრამპს სურს სამშვიდობო შეთანხმება“, – აღნიშნა სკოტ ბესენტმა.