სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია იწყება
„მე მომავალში“ – ამ სახელწოდებით სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია იწყება. მიზანი მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. ინიციატორი შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროები არიან. კამპანიის პირველ ეტაპზე პროექტი 60 სკოლაში განხორციელდება, მათ შორის თბილისში, ქვემო ქართლსა და აჭარაში.
თეონა მაჭარაშვილი დეტალებით.