მიხეილ სააკაშვილის პროცესის დასრულების შემდეგ სააკაშვილის მომხრეების ნაწილი სიტყვიერად დაუპირისპირდა პირველი არხის ფოტორეპორტიორს, ირაკლი გედენიძეს. სააკაშვილის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა პირველი არხის ფოტორეპორტიორს პრეტენზია წაუყენა, თუ რატომ ასრულებდა პროფესიულ სამუშაოს და რატომ აშუქებდა სააკაშვილის დღევანდელ პროცესს.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი გედენიძე, რომელიც ფოტოგრაფად ორ ათეულ წელზე მეტია მუშაობს, და მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის პირად ფოტოგრაფად მუშაობდა, 26 მაისის დროს პროფესიული მოვალეობის შესრულებისა და ფოტომასალის გავრცელების გამო, ჯაშუშობის ცრუ ბრალდებით, 2011 წელს სამ ფოტორეპორტიორთან ერთად დააკავეს. 2018 წელს, ხელახალი გამოძიების პირობებში, ირაკლი გედენიძე წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნეს და სრულად გამართლდა.