სირიის სამთავრობო არმიამ „ალ-ნუსრას“ პოზიციებზე იერიში მიიტანა

სირიის სამთავრობო არმიამ ჰამასა და იდლიბის პროვინციებშიალ-ნუსრას პოზიციებზე იერიში მიიტანა. სამიზნე ტერორისტული დაჯგუფების სამეთაურო ცენტრები და საბრძოლო მასალის საწყობები გახდა. სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, შეტევა განხორცილდა ტერორისტული დაჯგუფებაკატაიბ ალ-იზა“-ს წინააღმდეგაც.

სირიის არმია ამჟამად კიდევ ერთი ქალაქის ასაღებად ემზადება. დასახლება მთიან უღელტეხილზე მდებარეობს, სადაც სტრატეგიული ავტომაგისტრალი გადის. წარმატების შემთხვევაში, სირიის სამთავრობო ჯარი იდლიბის რეგიონის სამხრეთ ოლქების განეიტრალებასა და სტრატეგიულ წერტილებზე კონტროლის დამყარებას გეგმავს.

სირიის ჯარის სამხედრო მოქმედებებს ბოლო თვეებში ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.