სირიის ქალაქ რაყაში გაერო-მ 2013 წლის შემდეგ პირველად ჰუმანიტარული ტვირთი შეიტანა

სირიის ქალაქ რაყაში გაერო-მ 2013 წლის შემდეგ პირველად ჰუმანიტარული ტვირთი შეიტანა. აქამდე ტვირთის მიწოდება რაყას მოსახლეობისთვის შეუძლებელი იყო, რადგან ქალაქს 2014 წლის დასაწყისიდან, 2017 წლის ნოემბრამდე, ე.წ. ისლამური სახელმწიფო, იგივე „დაეში“ აკონტროლებდა. საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები რაყას 30 ათასზე მეტ მოქალაქეს დაურიგდება.

2014 წლიდან „დაეშმარაყა სახალიფოს დე ფაქტო დედაქალაქად გამოაცხადა, სადაც ჯიჰადისტებმა ეთნიკური და რელიგიური ნიშნით მასობრივი ხოცვა მოაწყეს.