სირიის ჯარი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, დეესკალაციის ზონისკენ დაიძრა

სირიის ჯარი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით დაიძრა, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის შეთანხმების საფუძველზე, დეესკალაციის ზონაა განთავსებული. შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში, ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ სირიამ დეესკალაციის ზონაში ცეცხლი გახსნა, რის საფუძველზეც 11 ათასი ადამიანი ბოლო პერიოდში იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.

მისი თქმით, პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. ამავდროულად, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაშარ ასადს გოლანის მაღლობების დაბრუნების სურვილი აქვს.

ისრაელის ჯარმა სირიის დასავლეთით მდებარე გოლანის მაღლობების ტერიტორიის ოკუპაცია 1967 წელს მოახდინა. 1981 წლიდან ისრაელის პარლამენტმა, ქნესეთმა აღნიშნული ადგილი საკუთარ ტერიტორიად ცნო. გაერო გოლანის მაღლობებს ანექსირებულად განიხილავს.

დატოვე კომენტარი