სიღნაღში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა

სიღნაღში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი ესწრებოდა. შენობა ევროპული სტანდარტებით აღიჭურვა. განყოფილებაში 20 მეხანძრე-მაშველი იმუშავებს.

ახალ შენობაში თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო, სასწავლო და საძინებელი ოთახები, ასევე, სპორტული დარბაზი და სამზარეულო. გათვალისწინებულია სპეციალური სადგომი ორი სახანძრო და ერთი სამაშველო ავტომანქანისთვის. უკვე 2020 წლის დასაწყისში დაგეგმილია სიღნაღისთვის უახლესი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, სახანძრო-სამაშველო მანქანის გადაცემა – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.