სიეტლის აეროპორტიდან ერთ-ერთმა თანამშრომელმა თვითმფრინავი გაიტაცა

ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლის საერთაშორისო აეროპორტიდან ერთ-ერთმა თანამშრომელმა თვითმფრინავი გაიტაცა, რის გამოც ყველა ფრენა დროებით გადაიდო. ამერიკული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავმა ცოტა ხნის წინ კატასტროფა განიცადა. ბორტზე მგზავრები არ იმყოფებოდნენ. გატაცების მიზეზი უცნობია.

თვითმფრინავის არასანქცირებული აფრენის შემდეგ, შეერთებული შტატების საჰაერო ძალებმა გატაცებული თვითმფრინავის შესაჩერებლად ორი ავიაგამანადგურებელი გაუშვეს. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავის გატაცება ტერორისტულ აქტს არ უკავშირდება.