სიჭინავას სასამართლო

ზუგდიდის სასამართლომ დროას“ ადგილობრივი ლიდერის, მარიამ სიჭინავას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ იმსჯელა. სხდომის დაწყებამდე, სამოქალაქო აქტივისტი კერენ ესებუა, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი შეძახილებისთვის დარბაზიდან გააძევეს. მარიამ სიჭინავამ სახეზე ნიღაბი გაიკეთა და მოითხოვა დაკავებულების გათავისუფლება, სოლიდარობა გამოუცხადა ყველას და მათ შორის მზია ამღლობელს. ამის შემდეგ კი სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

სასამართლომ მარიამ სიჭინავა სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის 5-ე ნაწილით, რაც სახის დაფარვას გულისხმობს და 2 000 ლარით დააჯარიმა. მარიამ სიჭინავას ჯარიმების რაოდენობამ 20 ათას ლარს მიაღწია, თუმცა, ის არ აპირებს ამ ჯარიმების გადახდას და არც მომდევნო სასამართლო პროცესებს არ დაესწრება.