შვიდი ქართული გოლი ევროპაში

შვიდი ქართული გოლი ევროპაში.

მიმდინარე საფეხბურთო უიკენდი ქართველი ფეხბურთელებისთვის წარმატებული გამოდგა. ავსტრიის ბუნდესლიგაში გიორგი ქვილითაიას გუნდმა, ვენის „რაპიდმა” „ვოლფსბერგერს” უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა სამი გოლი გაიტანა, ხოლო 79-ე წუთზე ბურთი საკუთარ კარშიც ჩაჭრა.

პოლონეთში „პოგონმა” „ტემპალიკას“ 4:2 სძლია – ამაში დიდი როლი ლაშა დვალმა ითამაშა.

საქართველოს ნაკრების მცველმა დუბლი შეასრულა. პოლონურ ლიგაში თავი ნიკა კაჭარავამაც გამოიჩინა. მისი გუნდი „კორონა“ ექსტრაკლასას 28-ე ტურში „გურნიკთან“ მხოლოდ ქულას დასჯერდა – 2:2.

მასპინძელთა მეორე გოლი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გაიტანა.