შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადს ხელი მოაწერა

შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა. საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ალიანსის წევრობის მიღებას, შესაძლოა, ერთ წელი დასჭირდეს. ან ლინდეს თქმით, განაცხადს ქვეყანა ფინეთთან ერთად წარადგენს. ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების საბჭოს შეხვედრაზე, ლუქსემბურგის თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო დღეებში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება და თურქეთი დათანხმდება ფინეთის და შვედეთის წევრობას.