„უკრაინაში ერთნაირსქესიან წყვილებს არ შეუძლიათ ქორწინება, LGBTQI თემის სრული სამართლებრივი დაცვა მნიშვნელოვანია უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებისთვის, ეს არის ის, რასაც ვუჭერთ მხარს,“ – ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს მივიღე უკრაინელი LGBTQI ვეტერანები და ორგანიზაცია RFSL, საგერსკას რეზიდენციაში. როდესაც უკრაინელები საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ, ფრონტის წინა ხაზზე ან სხვაგვარად მონაწილეობენ წინააღმდეგობაში, ისინი არა მხოლოდ უკრაინის დაცვას ემსახურებიან, ასევე ცოცხალი გამოხატულება არიან იმ ლიბერალური ღირებულებების, რისთვისაც უკრაინა იბრძვის. ამჟამად უკრაინაში ერთნაირსქესიან წყვილებს არ შეუძლიათ ქორწინება ან რეგისტრირებული პარტნიორობის ფორმალიზება. ჩვენი აზრით, ყველა უმცირესობის, მათ შორის LGBTQI თემის სრული სამართლებრივი დაცვა მნიშვნელოვანია უკრაინის ევროკავშირთან დაახლოების პროცესისთვის, ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუჭერთ მხარს. შვედეთი, როგორც უკრაინის მტკიცე მხარდამჭერი, ყურადღებით დააკვირდება, რომ ეს ვალდებულება შესრულდეს“, – წერს ულფ კრისტენსონი.
შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას, თბილისში შეფასებები მოჰყვა.