შსს-ს განცხადება
ღამით საკრებულოსთან აქციაზე დაკავებული პირები საგარეჯოს, გურჯაანისა და დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებში არიან ამ დროისთვის გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით, საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა ათი პირი დააკავეს. თავდაპირველად დააკავეს აქტივისტი თორნიკე თოშხუა, რომელსაც ხელში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ბანერი ეკავა, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი უცენზურო სიტყვებით იყო მოხსენიებული. საკრებულოსთან მალევე თოშხუას მხარდამჭერები შეუერთდნენ შეურაცხმყოფელი ბანერებით. პოლიციამ ისინიც დააკავა. აღნიშნული პირები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 ე მუხლებით არიან დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.