შსს-ს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ინფორმაციას აქვეყნებს. უწყების ცნობით, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით, 28 პირია დაკავებული, ისინი პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ და კვერცხების სროლით გამოხატავდნენ აგრესიას, აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, მათი მხარდამჭერების, ასევე ჟურნალისტების მიმართ.

დაკავებული პირებიდან 7 დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება, 21-მა კი გვიან ღამით განყოფილება, ხელწერილის საფუძველზე დატოვა. სამინისტრო თითოეული ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას დეტალურად სწავლობს, რომელსაც სამართლებრივი შეფასება უმოკლეს ვადებში მიეცემა.

უწყების განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და მათი ეფექტიანი გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიუღებელია ამ მოტივით ძალადობა და ძალადობის მუქარა. სამინისტრო, ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, შეკრებისას დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში იმოქმედებს.

დატოვე კომენტარი