როგორია ბოლო ცხრა თვის განმავლობაში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა – შინაგან საქმეთა სამინისტრო მონაცემებს აქვეყნებს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილია კრიმინალური შემთხვევების გახსნის მაჩვენებელი, გამოვლენილი ფაქტების რაოდენობამ განსაკუთრებით იმატა ნარკოდანაშაულის შემთხვევებში. მიმდინარე წლის ცხრა თვეში სამართალდამცავებმა აღნიშნული დანაშაულის 7 199 ფაქტი გამოავლინეს, აქედან 660 ნარკოტიკული საშუალებების რეალიზების შემთხვევა იყო. რა განაპირობებს ამა თუ იმ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მატებისა და კლების ტენდენციებს და როგორია შსს-ს პოლიტიკა დანაშაულის პრევენციისთვის.
გიორგი იდუკაშვილი დეტალებით.