შსს-მ წითელი ცირკულარით ძებნილი 12 პირი დააკავა
შსს-მ, თურქ კოლეგებთან ერთად ჩატარებული მოქმედებების შედეგად, 12 ძებნილი პირი დააკავა, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დაკავებულები თურქეთის პოლიციის მიერ საერთაშორისო დონეზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოცემული ინტერპოლის წითელი ცირკულარების საფუძველზე იძებნებოდნენ.
ყველა მათგანი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა. დაკავებულ პირთა შორის არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენაში ბრალდებული პირები. ამჟამად თორმეტივე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.