შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ელენე ხოშტარიას მიერ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზეც. სამართალდამცველებმა ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. შსს-ს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდება ზარალის ზუსტი ოდენობა და აღნიშნულ ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. გამოძიება პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების მიმართვის საფუძველზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.