შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზატორი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, 4 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, „მორფინი“ და ნარკოტიკის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.