ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ოთხი პირია დაკავებული. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებულ პირებს შორის ერთი მრავალჯერ ნასამართლევია. ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, „მარიხუანა“, „ტრამადოლი“, ფსიქოტროპული ნივთიერებები და ელექტროსასწორი. დანაშაულები რვა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.