შსს-მ კიდევ ხუთი პირი დააკავა

12:03, 08.10.2025

 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთა რაოდენობა გაიზარდა. კიდევ ხუთი პირი ელოდება დღეს ბრალის ოფიციალურ წარდგენას. გუშინ დაკავებულებს შორის არის სამოქალაქო აქტივისტი ნანა სანდერი. დაკავებულებიდან ნაწილი დიღმის, ნაწილი კი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორებში არიან. რაც შეეხება დანარჩენ 13 მოქალაქეს, ისინი სასამართლოს სხდომას ელოდებიან, სადაც მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ.

ხატია ჯამალაშვილი დეტალებით.

მსგავსი