შსს-მ კიდევ ხუთი პირი დააკავა

15:12, 08.10.2025

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ ხუთ პირს ბრალს დღეს წაუყენებენ. ამ დროისთვის ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში ორი პირის უფლებადამცველია შესული. ნანა სანდერსისა  და მამუკა ლაგუჩის ადვოკატის თქმით, ჯერჯერობით არ გასცნობია საქმის მასალებს. თუმცა, დაკავებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ. მისივე ინფორმაციით, მამუკა ლაგუჩიძე დუმილის უფლებას იყენებს.

ამ ეტაპისთვის ძალადობის მოწოდების, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 23 პირია დაკავებული.

მსგავსი