შსს-მ ბოლო 6 თვეში 202 უკანონო იარაღი და 1877 ვაზნა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 6 თვეში 202 უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და 1877 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.

გამოძიების პროცესში ერთ-ერთი დაკავებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, რომელიც ოჯახში ძალადობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის აიყვანეს.

ასევე, იარაღის უკანონო შეძენა–შენახვის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული პირი, სამართალდამცავებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დააკავეს. მისი საცხოვრებელ სახლის ჩხრეკისას, „მაკაროვისა“ და „გოლდსტარის“ სისტემის პისტოლეტები, სამი მჭიდი და 40 საბრძოლო ვაზნაა ამოღებული.

მიმდინარეობს გამოძიება.