შსს-მ 76 წლის პენსიონერის ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

76 წლის პენსიონერის ყაჩაღობის ფაქტი გახსნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. დანაშაული დუშეთში მოხდა. მომხდარზე ერთი პირია დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორხში, პენსიონერის საცხოვრებელ სახლს ყაჩაღურად თავს დაესხა, რის შემდეგაც სახლის მეპატრონეს 9000 ლარი გასტაცა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა და გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მას 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.