შსს-მ 14 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკი გაანადგურა

13:36, 22.12.2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაახლოებით 14 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განადგურებული ნარკოტიკები 750 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად იყო ამოღებული.

განადგურებული ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვით, მაღალ ტემპერატურულ ღუმელში განადგურდა. პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სხვადასხვა სამინისტროს და უწყების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

 

მსგავსი