შს მინისტრმა საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა
უზბეკეთში ვიზიტით მყოფმა შს მინისტრმა საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმი სახელწოდებით: „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ტრანსნაციონალური ნარკოტიკული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა, გაერო-ს ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, განიხილეს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და ახალი ტენდენციები. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. პლენარულ სესიასა და თემატურ დისკუსიებში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა, დარგის ექსპერტებმა და საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.