შს მინისტრის ვიზიტი უზბეკეთში

12:18, 18.04.2026

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. გეკა გელაძე ორმხრივ შეხვედრას გამართავს უზბეკ კოლეგასთან და ხელს მოაწერს ქვეყნებს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას. გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ფორუმში, რომელიც ქალაქ სამარყანდში გაიმართება. აღნიშნულ ფორუმზე, განხილული იქნება ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და ახალი ტენდენციები.

მსგავსი