შს მინისტრის ვიზიტი ისრაელში

საქართველო-ისრაელს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელი დოკუმენტს შს მინისტრის, გეკა გელაძის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა. აღნიშნული მიზნად ისახავს საქართველოს შინაგან საქმეთა და ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროებს შორის არსებული საპოლიციო თანამშრომლობის გაფართოებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მიგრაციის დეპარტამენტებსა და პოლიციის აკადემიებს შორის მოხდება სამუშაო გამოცდილების გაცვლა.

ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში მინისტრებმა სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მხარეთა შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით მიმდინარე და სამომავლო ღონისძიებებზე.