შს მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა
შს მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და მისი გაღრმავების მნიშვნელობას. მინისტრმა თურქ დიპლომატს მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის, მათ შორის, ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის კომუნიკაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.