შს მინისტრი რეგიონებში შეხვედრებს მართავს

12:15, 27.06.2026

შინაგან საქმეთა მინისტრმა გურიის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა. სულხან თამაზაშვილმა გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისგან რეგიონში დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია, თანამშრომლებს შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო. მან ასევე შეხვედრები გამართა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში. მინისტრი თანამშრომლებს გაესაუბრა და  სასაზღვრო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა.

მსგავსი