შპს „სკაიფორტის“ დირექტორები დააკავეს
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
დაკავებულები არიან შპს „სკაიფორტის“ ყოფილი და მოქმედი დირექტორები. გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. ირკვევა, რომ 91 მომავალ მესაკუთრეს ქუთაისში სხვადასხვა კვადრატულობის საცხოვრებელი და კომერციული ფართები ჰქონდათ შეძენილი, რისთვისაც მათ შესაბამისი თანხა გადაიხადეს, თუმცა, კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხები მშენებლობის პროცესში მიზნობრივად არ გამოიყენეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს. კერძოდ, ისინი მილიონ 258 332 დოლარს და 411 897 ლარს უკანონოდ დაეუფლნენ.
დანაშაულები 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „მოამბე“ დაზარალებულებს დაუკავშირდა და საქმის დეტალები მათგან მოისმინა.