შპს „ნაკრესის“ თანამშრომლების განცხადება

სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს სასამართლო იმ ოთხი პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, რომლებიც ორი დღის წინ დააკავეს. მათ შორის არის სახეობათა კონსერვაციის ცენტრის თანამშრომელი ბეჟან ლორთქიფანიძე. მისი კოლეგები სოლიდარობის ნიშნად ცენტრის მუშაობას აჩერებენ, სანამ ბეჟან ლორთქიფანიძეს არ გაათავისუფლებენ.