შოტლანდია - საქართველო პირველ არხზე

2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრას გამართავს დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები. მატჩი გლაზგოში, შოტლანდიის წინააღმდეგ ჩატარდება. ჯგუფის ლიდერთან შეხვედრამდე ჩვენმა გუნდმა ბოლო ვარჯიშიც ჩაატარა. საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზე იმყოფება, შოტლანდიის ნაკრები კი 9 ქულით ლიდერობს.

შოტლანდია – საქართველოს შეხვდრას პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. თამაში თბილისის დროით 22 :45-ზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები გლაზგოში შოტლანდიას დაუპირისპირდება – პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT