შოთაძე – საქართველოში ჩატარებული ექსპერტიზის შემდეგ, გადაწყდება საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობის საჭიროება

15:03, 22.03.2018

ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრისთვის საქართველში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების მიხედვით გადაწყდება, გახდება თუ არა საჭირო საქმეში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, – ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ტატუნაშვილის საქმეზე შსს-ში გამოძიება არჩილ ტატუნაშვილის გატაცების დღიდან მიმდინარეობს.

როგორც შოთაძემ აღნიშნა, გამოძიების შედეგებზე ოჯახს სრული წვდომა ექნება, ასევე ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებასაც.

დევნილთა მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს სერიოზული დაზიანებები აღენიშნება.

 

მსგავსი