შსს-ს განცხადება კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით
შინაგან საქმეთა სამინისტრო კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, განცხადებას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა ათეულობით საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა არაერთი მოწმე, ასევე, დამუშავდა და გაანალიზდა ვიდეოსამეთვალყურეო კამერებიდან ამოღებული ჩანაწერები, რომლებიც კესო დეკანოსიძის ბათუმში ჩასვლისა და ზღვის სანაპიროს მიმართულებით გადაადგილების ტრაექტორიას ასახავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით, ამ ეტაპზე, დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი. საქმეზე გამოძიება გრძელდება.