შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, დენის კულანინის ექსტრადირების შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, კულანინს დაუწესდა შვიდდღიანი ვადა, საქართველოს ტერიტორიის ნებაყოფლობითი დატოვების მიზნით, მისთვის სასურველი მიმართულებით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კულანინი ნებაყოფლობით ვადაში არ დატოვებს ქვეყანას, გაძევების ბრძანება აღსრულდება იძულებით.