შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

12:10, 24.01.2026

ინფორმაცია, თითქოს მხოლოდ ტროტუარზე დგომის გამო შეეფარდა რამდენიმე პირს ადმინისტრაციული პატიმრობა, არის სრული სიცრუე და მანიპულაცია, რაც საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ სინამდვილეში საუბარია არა ტროტუარზე დგომაზე, არამედ შემთხვევაზე, როდესაც პირი აფერხებს ან ხელს უშლის მოქალაქეთა ტროტუარზე გადაადგილებას, რასაც სამართალდამცავებისგან მოჰყვება კანონით გათვალისწინებული რეაგირება.

„საქართველოს კონსტიტუციით დადგენილია ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, როდესაც შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის სამოძრაო ადგილზე იმართება. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეს კანონით ეკრძალება ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა,“.- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებული შვიდი პირი სამართალდამრღვევად ცნეს. მათგან ხუთს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

მსგავსი