შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

15:14, 01.11.2025

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო ხუთი დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირის უკანონოდ გადაკეტვის გამო, ადმინისტრაციული წესით აქციის 29 მონაწილე დააკავა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების მიერ მათ მიმართ გაკეთებულ არაერთ მოწოდებას, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება და არ გადაეკეტათ გზის სავალი ნაწილი – მცირე რაოდენობის მიუხედავად. სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება. პოლიციის მოთხოვნის მიუხედავად, პროტესტის მონაწილეებმა საავტომობილო გზა რამდენიმე წუთით გუშინაც გადაკეტეს.

მსგავსი