შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

21:09, 16.08.2025

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველ აგვისტოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ორი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად იძალადეს 1988 წელს დაბადებულ პირზე. სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი ორი პირის ვინაობა დაადგინეს და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს. უწყება ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალასაც ავრცელებს.

დანაშაული ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი