ბათუმში ფსიქიკური დაავადების მქონე მოქალაქემ საპატრულო პოლიციის სამ თანამშრომელს დანით დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი კლინიკაში რჩებიან და მკურნალობას განაგრძობენ. აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ 20 იანვარს 112-ში შევიდა შეტყობინება, ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მყოფ ფსიქიკური აშლილობის მქონე მოქალაქესთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ადგილზე გამოცხადდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები.
1998 წელს დაბადებული ფსიქიკურად დაავადებული პირი დანით მათ მოულოდნელად დაესხა თავს. ბრალდებული ადგილზე დააკავეს. პოლიციაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.