შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

12:17, 04.01.2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა მიმდინარე წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში სხვადასხვა ქვეყნის 91 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევა. გაძევების პროცედურის ფარგლებში ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, იძულებით გააძევეს საქართველოდან.

გაძევებულთა შორის არიან ირანის, ალჟირის, ინდოეთის, მაროკოს, შრი-ლანკის, ეგვიპტის, პაკისტანის, ნიგერიის, ერაყის, თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქმენეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები. მათი ნაწილი თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეობდა და სასამართლოს მიერ სხვადასხვა ადმინისტრაციული სახდელები შეეფარდა, ჯამში საუბარია 25 პირზე. მათგან ათმა უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორია.

 

მსგავსი