შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

12:12, 02.12.2024

შსს დაშავებული სამართალდამცავების შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ. აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად გასულ ღამეს ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს 21-მა თანამშრომელმა. დაშავებულების ნაწილს აღენიშნება მძიმე ხარისხის დაზიანებები თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში.

ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების განმავლობაში ჯანმრთელობის დაზიანება ჯამში შინაგან საქმეთა სამინისტროს 113-მა თანამშრომელმა მიიღო, მათგან ოთხი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. ამავე განცხადების თანახმად, მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს პარლამენტის შენობა და რუსთაველის გამზირზე განთავსებული ინფრასტრუქტურა. ასევე მუნიციპალური ქონება და კერძო პირთა საკუთრება, დაზიანებული ნივთების მეშვეობით აღმართეს ბარიკადები და ცეცხლი წაუკიდეს გარკვეულ ნივთებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე აქციების ფარგლებში ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

 

მსგავსი