საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, გეკა გელაძესა და მის უზბეკ კოლეგას შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. ასევე ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს უწყებებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას.