შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი უნგრეთში

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, უნგრელი კოლეგის მიწვევით, ბუდაპეშტში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრებმა ორმხრივ ფორმატში შეხვედრა გამართეს. მხარეებმა განიხილეს სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. მხარეთა შეთანხმებით, უახლოეს მომავალში, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ორ სახელმწიფოს შორის საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავებას, კერძოდ მიგრაციის, ნარკოდანაშაულთან ბრძოლისა და პოლიციის აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით.