შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი სომხეთში

12:17, 01.07.2026

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს ეწვია და მის ხელმძღვანელს შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სასაზღვრო სფეროში არსებულ თანამშრომლობასა და ტრანს სასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლაში კოორდინაციის მექანიზმების შემდგომი განვითარების საკითხებს. კიდევ ერთხელ გამოითქვა მზადყოფნა, მჭიდროდ გაგრძელდეს თანამშრომლობა.

ვიზიტის ფარგლებში, სულხან თამაზაშვილი სომხეთის  შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს ეწვია, სადაც მათი საქმიანობის სპეციფიკას გაეცნო. დაათვალიერეს საპოლიციო ინფრასტრუქტურა და სპეციალური ტექნიკა, გაეცნენ შესაბამისი დანაყოფების შესაძლებლობებსა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.

მსგავსი